ფირცხალავა ეკატერინე გურამის ასული (03.I.1973, ზუგდიდი), ფსიქოლოგი, ფსიქოლ. დოქტორი, თსუ-ის ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფსიქოლ. ფაკ-ტი სოც. ფსიქოლ. სპეციალიზაციით (1995), სამართალმცოდნეობის ფაკ-ტი (1997). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ოჯახის წევრთა ურთიერთაღქმის თავისებურებანი“ (2009). მისი აკად. და სამეცნ. საქმიანობა დაიწყო, როდესაც ჩაერთო სწავლების პროცესში თსუ-ის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე (1997). ხელმძღვანელობს ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტზე მოქმედ სოც. ფსიქოლ. ინ-ტს (2021) და არის სამაგისტრო პროგრამის „გავლენისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგია“ თანახელმძღვანელი. ფაკ-ტის ეთიკის კომიტეტის (IRB) თავ-რე (2022), ამავდროულად თსუ-ის საერთაშ. ურთიერთობების დეპარტ. საერთაშ. თანამშრომლობის განყ-ბის უფრ., როგორც მკვლევარი ფ. ე. თანამშრომლობდა არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტთან” (Institute for Policy Studies (IPS), 2003-2021). მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს სოც., პოლიტ. და კულტ. ფსიქოლოგიას, მიგრაციას, ოჯახსა და გენდერულ ურთიერთობებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს (დევნილებს), მუსლიმ მესხებს (დეპორტირებულ მოსახლეობას), ეთნიკურ, სოც. იდენტობასა და განათლებას. მისი საერთაშ. კვლევითი გამოცდილება მოიცავს მრავალ სტიპენდიასა და აკად. გაცვლით პროგრამას, მათ შორის: ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სტიპენდია (2005); CRRC-ის სტიპენდია (კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი, 2005); კარნეგის კვლევითი სტიპენდია – რუტგერსის უნ-ტი (აშშ, 2012); ფაკ-ტის განვითარების პროგრამა (OSI)-ილინოისის უნ-ტი ურბანა-შამპეინში (აშშ, 2014); მარი კიურის სტიპენდია – ტარტუს უნ-ტი, (ესტონეთი, 2015); Academic Swiss Caucasus Net (ASCN) სტიპენდია – ფრიბურგის უნ-ტი (შვეიცარია, 2015); Erasmus Mundus-ის პოსტდოქტორანტურის სტიპენდია – მინიუს უნ-ტი (პორტუგალია, 2015–2016); FMHS-ის პოსტდოქტორანტურის სტიპენდია – პუატიეს უნ-ტი (საფრანგეთი, 2016); DAAD-ის აღმ. პარტნიორობის პროგრამა – ფრიდრიხ შილერის იენის უნ-ტი (გერმანია, 2020; 2023–2024); რუსთაველი–DAAD-ის სტიპენდია – ფილიპსის უნ-ტი, მარბურგში (გერმანია, 2021); DAAD-ის კვლევითი სტიპენდია – იუსტუს ლიბიგის გისენის უნ-ტი (გერმანია, 2023); UASP-ის კვლევითი მენეჯმენტისა და ლიდერობის პროგრამა – როჩესტერის ტექნოლ. ინ-ტი, ნიუ-იორკი (აშშ, 2020–2021); ფულბრაიტის ვიზიტორი მკვლევრის პროგრამა – რუტგერსის უნ-ტი, ნიუ ჯერსი (აშშ, 2025). მან ასევე მონაწილეობა მიიღო Erasmus+ აკად. გაცვლით პროგრამებში ევროპის ათზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის: პორტუგალიაში, ესტონეთში, ლიტვაში, პოლონეთში, რუმინეთში, იტალიაში, საფრანგეთში, თურქეთში, ირლანდიასა და ჩეხეთში. მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოქვეყნებულია ათეულობით სამეცნ. სტატია საერთაშ. და ადგილ. რეცენზირებად გამოცემებში. მისი ნაშრომები ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა მიგრანტთა იდენტობა, აკულტურაცია, ოჯახური დინამიკა, გენდერული როლები, პოლიტ. ფსიქოლოგია, სიძულვილის ენა და განათლება, მაგალითად: “Being Here and There: A Case Study of Muslim Meskhetians’ Identity and Belonging in the United States” (Caucasus Survey, 2018); “Exploring Attitudes Toward ‘Sugar Relationships’ Across 87 Countries: A Global Perspective” (Archives of Sexual Behavior, 53(2), 2024); “Cross-Cultural Data on Romantic Love and Mate Preferences from 117,293 Participants Across 175 Countries” (Scientific Data, 12(1), 2025); “A Preliminary Study on the Role of Personal History of Infectious and Parasitic Diseases on Self-Reported Health Across Countries” (Public Health, 242, 2025); “Migration as a Practice of Navigation: Generational and Gendered Dimensions in the Experiences of Georgian Migrants in Germany” (Journal of Intercultural Studies, 2025); “Using Artificial Intelligence to Generate Affective Images: Methodology and Initial Library” (Advances in Methods and Practices in Psychological Science, 9(1), 2026).
თხზ.: ფირცხალავა, ე. (თანაავტორი). (2015). ოკუპირებული ახალგორის რაიონი და ქართულ-ოსურ ურთიერთობათა დინამიკა. თბ., თსუ–ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ–ტი; Pirtskhalava, E. (თანაავტორი). (2017). Migration and social sciences. In Migration manual . International Centre for Migration Policy Development (ICMPD). Pirtskhalava, E. (2019). The reshaping identity of deported people in a new environment. In Bridging differences: Understanding cultural interaction in our globalized world, Brill; Pirtskhalava, E. (თანაავტორი). (2023). Identity and geopolitical vector of Georgia. Social values and identities in the Black Sea region. Lexington Books; ფირცხალავა, ე. (თანაავტორი). (2023). სტუმრად მუსლიმ მესხებთან. თბ., ISBN: 9789941508509.